თანამედროვე თეატრალური ხელოვნების განვითარების ცენტრს თემურ ჩხეიძე უხელმძღვანელებს

დღეიდან ფუნქციონირებას იწყებს თანამედროვე თეატრალური ხელოვნების განვითარების ცენტრი, რომელსაც რეჟისორ თემურ ჩხეიძე უხელმძღვანელებს. ცენტრი, რომელიც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით შეიქმნა, სახელოსნოს პრინციპით იმუშავებს – თეატრის რეჟისორები, დრამატურგები და თეატრმცოდნეები ორი სასწავლო წლის განმავლობაში, სამეფო უბნის თეატრის ბაზაზე თავიანთ პროფესიულ უნარებს სრულყოფენ და შესაბამისი სპეციალობების თეორიულ და პრაქტიკულ ასპექტებს დაეუფლებიან. ცენტრის მიზანია ქართული სასცენო ხელოვნების განვითარება, საერთაშორისო ტენდენციების გაცნობა, თეატრის ახალგაზრდა სპეციალისტთა კვალიფიკაციის ამაღლება და მაღალმხატვრული თეატრალური პროდუქციის შექმნა. სასწავლო პროცესს უშუალოდ თემურ ჩხეიძე უხელმძღვანელებს. სახელოსნოში სწავლას კონკურსის წესით შერჩეული 9 სტუდენტი იწყებს. კურსი 2 სასწავლო წელს მოიცავს, სწავლა უფასოა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები