ბლინკენი: აშშ ისრაელთან პირდაპირ საუბრობს სირიაში ისრაელის სამხედრო მოქმედებებზე
აშშ პირდაპირ საუბრობს ისრაელთან სირიაში, ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დაცემის შემდეგ ისრაელის სამხედრო მოქმედებებზე, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.
„ამ მოქმედებების მიზანია იმის უზრუნველყოფა, რომ სამხედრო აღჭურვილობა, რომელიც სირიის არმიის მიერ არის მიტოვებული, არ ჩავარდეს არასწორ ხელში, ტერორისტების, ექსტრემისტების და ა.შ. ხელში“, – აღნიშნა ბლინკენმა.
მისივე თქმით, ისრაელელებმა მკაფიოდ იცოდნენ რას აკეთებენ და რატომ აკეთებენ ამას.
შეგახსენებთ, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ იერუსალიმში თეთრი სახლის მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანს შეხვდა, რათა სირიაში მიმდინარე მოვლენები განეხილათ.