კახა კალაძე: მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების თავდადება უდიდესი ბოროტების – ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ფასდაუდებელია

თბილისის მერმა კახა კალაძემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად, გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო.

მანვე თავის სოციალურ ქსელში გამარჯვების დღე მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს მიულოცა და დიდხანს სიცოცხლე უსურვა.

„სიყვარულით და პატივისცემით ვულოცავ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს გამარჯვების დღეს.  უდიდესი ბოროტების – ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში მათი თავდადება ფასდაუდებელია. ვუსურვებ ჩვენს საყვარელ ვეტერანებს ჯანმრთელობას და კიდევ დიდხანს სიცოცხლეს. ხსოვნა და დიდება იყოს მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპული გმირების!“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში დედაქალაქის მერთან ერთად საქართველოს მთავრობის, პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს წევრები იმყოფებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები