ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, ქუთაისის მერმა გვირგვინით შეამკო გმირთა მემორიალი და პატივი მიაგო მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა ხსოვნას

ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, ქუთაისის მერმა დავით ერემეიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ჭიღვარიამ, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ გრიგოლ დალაქიშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, გვირგვინებით შეამკეს გმირთა მემორიალი და პატივი მიაგეს მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა ხსოვნას. ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სასულიერო პირებმა პანაშვიდი გადაუხადეს ომში დაღუპულ გმირებს.

“მეორე მსოფლიო ომის დასრულების 81-ე წლისთავს მხოლოდ ორი ქუთაისელი ვეტერანი შეხვდა – ორესტი ბერულავა და გუგული სალუქვაძე, მათ ქუთაისის მერმა და მერის პირველმა მოადგილემ მიულოცეს გამარჯვების დღე. ვეტერანებს ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაწესებული ფულადი ჯილდო გადაეცათ,”- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები