ემანუელ მაკრონი ვარშავას ეწვია
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ჩავიდა. ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რადოსლავ სიკორსკი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება პოლონეთში, ბატონო პრეზიდენტო“, – აღნიშნა პოლონელმა დიპლომატმა.
როგორც მედია წერს, მაკრონს, სავარაუდოდ, უკრაინაში პოტენციური ევროპული სამშვიდობო მისიისთვის გეგმები აქვს, რომელიც შეიძლება, რუსეთის ახალი თავდასხმის თავიდან აცილების ერთ-ერთი გარანტი გახდეს.