აშშ-ში თვითმფრინავი მანქანებს შეეჯახა – დაშავდა 4 ადამიანი

აშშ-ში, სამხრეთ ტეხასში, მცირე ზომის თვითმფრინავი საავტომობილო გზაზე ავარიულად დაეშვა და მანქანებს შეეჯახა, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაშავდა. 

პოლიციის ინფორმაციით, ავიაკატასტროფის შედეგად დაშავებული პირებიდან ერთი მძიმედ იყო დაშავებული. მათივე ცნობით, თვითმფრინავის პილოტს შესაბამისი კვლევები უტარდება.

“მოხარულები ვართ, რომ ავიაკატასტროფას უფრო მძიმე შედეგები არ მოჰყვა” – განაცხადა პოლიციის უფროსის მოადგილემ, ელინ მოიამ.

სამოქალაქო ავიაციის ფედერალური განყოფილების საფრენი აპარატი, მცირე ზომის, ორ ძრავიანი თვითმფრინავი იყო და მასში მხოლოდ პილოტი იმყოფებოდა. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები