კენ სმიტი — როგორია ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი „განდეგილის“ ისტორია (ნაწ.1)

წარსულში განდეგილებს წმინდანებად მიიჩნევდნენ. მართლაც, ხშირ შემთხვევაში, საზოგადოებისგან განდეგილები მორწმუნე ადამიანები ხდებოდნენ, რომელთაც განმარტოება, ლოცვა და საკუთარი თავის მხოლოდ ღმერთისთვის მიძღვნა სურდათ; თანამედროვე „განდეგილებს“ კი, თავიანთი მიზეზები აქვთ, თუ რატომ სურთ ცივილიზაციისგან განმარტოება.

ბოროტი ადამიანები

1974 წლის ოქტომბრის დასაწყისში ქალაქ რიპლიში, ინგლისის საგრაფო დერბიშირში ადგილობრივი პაბის ერთ-ერთი სტუმარი გვიანობამდე დარჩა. 26 წლის მშენებელმს, კენ სმიტს ახლახან აეღო ხელფასი და გადაწყვიტა, მეგობრებთან ერთად კარგი დრო გაეტარებინა.

ღამის ორ საათზე გართობის მონაწილეთა უმეტესობა სახლში მიდიოდა და კენი თავადაც აპირებდა სახლში წასვლას. ჩერჩის ქუჩაზე გავიდა და სახლისკენ გაემართა. სწორედ იმ ეკლესიის მოპირდაპირედ, რომლის სახელიც ქუჩას დაარქვეს, უცნობი ადამიანების ჯგუფი დახვდა.

8 ადამიანი იყო. წამაქციეს, თავში ფეხებს მირტყამდნენ, შემდეგ მაღაზიის ვიტრინაში შემაგდეს. მოვიდა პოლიცია, ყველანი წაგვიყვანეს. 

ახალგაზრდა შეეცადა, სახლში მოშუშებულიყო, სამედიცინო დახმარების გარეშე, მაგრამ სამი დღის შემდეგ იგრძნო, თითქოს, მისი თავი ეს ესაა, აფეთქდებოდა. კენ სმიტი საავადმყოფოში 4 ოქტომბერს მიიყვანეს უგონო მდგომარეობაში, ტვინში ჰემატომის დიაგნოზით.

გონს ის 27-ში მოვიდა. შემდეგ დაიწყო ხანგრძლივი თერაპია. ამ დროის განმავლობაში, ახალგაზრდას ყველაზე მძიმე პროგნოზების მოსმენა მოუწია თავისი მომავლის შესახებ.

სამსახურში დაბრუნება მან მხოლოდ ზაფხულში შეძლო, მაგრამ იმ დროისთვის ძველი კენ სმიტისგან თითქმის აღარაფერი არ იყო დარჩენილი. წარსულში არსებული ყველა სურვილი, ცხოვრებისეული მიზანი და მსოფლმხედველობა ცრუ და ცარიელი ეჩვენებოდა. მას შემდეგ, რაც მისი სიცოცხლე ამდენი ხნის განმავლობაში სხვა ადამიანების ხელში იმყოფებოდა, კენი მიხვდა, რომ აღარავის არ მისცემდა ნებას, თავიანთი თამაშის წესები მოეხვიათ თავს.

მათ მითხრეს, რომ ვეღარასდროს ვერ აღვიდგენდი ძალებს. ამბობდნენ, რომ ვერ შევძლებდი საუბარს, სიარულს და ვერცერთ სტრიქონს ვეღარ დავწერდი… მაგრამ მე შევძელი

სახლი ტყეში

ლიზი მაკენზი გაიზარდა შოტლანდიის კუნძულებზე, ისეთ ადგილებში, რომელთაც ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ თამამად ვუწოდებდით უკაცრიელ ადგილებს. ის ბავშვობიდან შეყვარებული იყო ცხენებზე და ათი წლის განმავლობაში მუშაობდა ამ ცხოველებთან, მაგრამ შემდეგ სარესტორნო ბიზნესში სცადა თავი. 

მან დაწესებულება შოტლანდიში, ჰეილენდში გახსნა.

ჩვენი დაწესებულების ძირითადი სტუმრები იყვნენ ადგილობრივი მონადირეები. ბართან დალევისას ისინი ხშირად ჰყვებოდნენ ამბებს მოხუცზე, რომელიც უკვე 30 წელია, ტყეშიმარტო ცხოვრობს იმ სახლში, რომელიც საკუთარი ხელით ააშენა. 

ლიზი ძალიან დაინტერესდა „განდეგილის“ ისტორიით, მით უმეტეს, რომ ის ახლოს ცხოვრობდა — მისი რესტორნიდან 2 საათის მანძილზე. „განდეგილს“ არ უყვარდა დაუპატიჟებელი სტუმრები, მაგრამ მაკენზიმ მას თევზაობის სწავლა სთხოვა და ამან მოხუცის გული მოალბო.

მის ასაკში ბევრ ადამიანს წლების კვალი ეტყობა და მათ არაფერი აინტერესებთ. მაშინ ის 70 წლის გახლდათ და ჩაფლული იყო ცხოვრებაში.

22 ათასი მილი

საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ კენ სმიტს ძველებურად ცხოვრება აღარ შეეძლო. მას ჰქონდა სამსახური, ჰყავდა მშობლები და შეყვარებული, რომელსაც მისი ცოლობა სურდა. თუმცა, გადატანილი უბედურება ახალგაზრდას არ ტოვებდა. მშენებლად მუშაობის დროს მან ფულის მოგროვება მოახერხა. 1975 წელს კენმა თვითმფრინავის ბილეთი იყიდა და კანადაში გაფრინდა. 

ჩემი შეყვარებული თავის სახლში ფანჯარას რეცხავდა, მე კი მივედი და ქუჩიდან ფანჯარაში შევიხედე. მან ფანჯარა გამოხსნა და მკითხა: „ცოლად შემირთავ, კენ?“, მე კი არ ვიცოდი, რა მეპასუხა. უკვე წასვლას ვაპირებდი.

მან მოგზაურობა დაიწყო კოლუმბიასა და იუკონში, მიზნის გარეშე გადაადგილდებოდა უსასრულო და უდაბურ გზებზე. რაღაც მომენტში ტყეში გაჩერდა, გადმოვიდა მანქანიდან და დაფიქრდა: „თუკი პირდაპირ შუაგულისკენ დავიძვრები, რამდენის გავლას შევძლებ?“

კენმა დიდი მანძილის გავლა მოახერხა. როგორც ამბობდა, მისი გაჩერება მხოლოდ ოკეანემ შეძლო. საერთო ჯამში მან კანადის ტყეში 22 ათასი მილი გაიარა და 1979 წელს სახლში დაბრუნება გადაწყვიტა…

 

ნაწ.1

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები