თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის მებრძოლი ქართველები მე-9 დღეს სასტიკ ტერორს და რეპრესიებს ხვდებიან, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ადამიანის ძირითადი უფლებების უხეში დარღვევები გრძელდება.
„ტერორი საქართველოში: თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის მებრძოლი ქართველები მე-9 დღეს სასტიკ ტერორს და რეპრესიებს ხვდებიან. ადამიანის ძირითადი უფლებების უხეში დარღვევები – გატაცებები, ცემა, უკანონო ჩხრეკა და დაპატიმრებები – გრძელდება“, – წერს საქართველოს პრეზიდენტი X-ზე.