რატი იონათამიშვილი – პრემიერის ღია წერილზე: თუ ისინი გაითვალისწინებენ ამ წერილის შინაარსს, მათთვისვე იქნება უკეთესი
“თუ ისინი გაითვალისწინებენ ამ წერილის შინაარსს, მათთვისვე იქნება უკეთესი, ვინაიდან თავიდან აირიდებენ იმ უსამართლო მიდგომებს, რომლითაც სამწუხაროდ ასე გამოირჩევა დღეს ევრობიუროკრატია, რაც საბოლოო ჯამში ევროპული ინსტიტუტების იმიჯს აკნინებს”, – ასე ეხმიანება ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი პრემიერ – მინისტრ, ირაკლი კობახიძის მიერ ევროკავშირის ხელმძღვანელი პირებისთვის ღია წერილით მიმართვის ფაქტს.
„როდესაც ხედავ, რომ მშვიდობიან აქციაზე ხდება არაპროპორციული ძალის გამოყენება და ეს არაფრად მიგაჩნია და მეორე მხრივ, ხედავ ისეთ აქციებს, სადაც პირდაპირ ძალადობა, როლის შინაარსი არის გადატრიალების და ამაზე გაქვს განცხადებები, ეს აჩვენებს, რომ ეს ბიუროკრატები გულწრფელები არ არიან. აქედან გამომდინარე ჩანს ის კრიზისი, რომელიც არის ევრობიუროკჯრატიაში“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ურსულა ფონ დერ ლაიენს, ანტონიო კოშტასა და რობერტა მეცოლას ღია წერილით მიმართავს.