დავით მათიკაშვილი: სიძულვილის ენით გაჯერებული ეთერები, სოც. ქსელები იყო თავს მოხვეული უცხოეთიდან დაფინანსებული NGO-ებისა და პროპაგანდისტული ტელევიზიების მიერ

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი შსს-ში სპეციალური სამმართველოს შექმნასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება.

„სიძულვილის ენით გაჯერებული ეთერები, სოც. ქსელები, ადამიანების მცდელობა – ადამიანები ერთმანეთს გადაკიდონ – იყო თავს მოხვეული, შეგნებულად, უცხოეთიდან დაფინანსებული NGO-ებისა და პროპაგანდისტული ტელევიზიების მიერ. გვარამიას მაგალითიც საკმარისია, საზოგადოებამ გაიხსენოს, რა მასშტაბის სიძულვილთან გვქონდა და გვაქვს საქმე. ამიტომ ბუნებრივია, ის საკანონმდებლო სივრცე, რომელიც აქამდეც არის შექმნილი, მისი ეფექტური აღსრულება არის სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, შსს-ში შეიქმნება სპეციალური სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქციაც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და სამართლებრივი რეაგირება იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები