მარჯანიშვილის თეატრი „სოლიდარობის ფონდის“ ინიციატივას უერთდება
დღეს, „სოლიდარობის ფონდსა“ და კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრს შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომლის საფუძველზეც მხარეები მხარს დაუჭერენ საქართველოში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ან კატასტროფული სოციალური დანახარჯების რისკის წინაშე მდგარი პირებისათვის სათანადო ალტერნატიული რესურსების შექმნას და, ნებაყოფლობით საწყისებზე, უზრუნველყოფენ სათანადო რესურსების მობილიზაციას. მემორანდუმის გაფორმებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრო.
„სოლიდარობის ფონდთან“ თანამშრომლობის ფარგლებში, თეატრი განახორციელებს ფულადი სახსრების მობილიზებას და ფონდისათვის ნებაყოფლობითი დონაციის განხორციელებას თეატრის საგადამხდელო არხების მეშვეობით: კერძოდ, მაყურებელთა მიერ შეძენილი თითოეული ბილეთის ღირებულებიდან 10 თეთრი ფონდის ანგარიშზე ჩაირიცხება.