ბათუმში დღეს “მშობლების მარში” გაიმართება
დღეს, 14:00 საათზე ბათუმში “მშობლების მარში” გაიმართება.
მოქალაქეები მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას გააპროტესტებენ, რომელიც ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერებას შეეხება.
“მშობლების მარში” ბათუმში პირველი საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყება და მთელ ქალაქს მოიცავს.