ცნობილი ამერიკელი მხატვრის ორდღიანი საჯარო ლექცია-სემინარი

9-10 ოქტომბერს, საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში, ცნობილი ამერიკელი მხატვარი მაიკლ როდი ორდღიან საჯარო ლექცია-სემინარს ჩაატარებს. მხატვარი საქართველოში, ამერიკის საელჩოს მოწვევით იმყოფება. მაიკლ როდს, ათობით საერთაშორისო გამოფენასა და ბიენალეში აქვს მონაწილეობა მიღებული, იყო მრავალი გამოფენის ჟიურის წევრი. მაიკლ როდის ნამუშევრები დაცულია სხვადასხვა კერძო კოლექციებში, ასევე ნიუ-იორკის ამერიკის ხელოვნების მუზეუმში და ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტში. მაიკ როდი აქტიურად ატარებს ლექციებს და ვორკშოფებს მსოფლიოს სხვადასხა ქვეყნებში როგორც თავის შემოქმედებაზე, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ხალხების კულტურულ მემკვიდრეობაზე.

9 ოქტომბერი სემინარი-ვორკშოფი ”ფერთა შეხმება ქსოვილებისთვის”

დასაწყისი 14:00 საათზე.
სემინარის დროს მხატვარი გაზიარებთ ფერთა თეორიას და მათი შეხამების საიდუმლოებებს გობელენის, ფარდაგისა და სხვა ქსოვილების მაგალითზე. ისაუბრებს ასევე, როგორ გამოვიყენოთ პრაქტიკაში ქსოვის დროს ჩვენი თეორიული ცოდნა.
სემინარი განკუთვნილია პროფესიონალი მხატვრებისთვის, განსაკუთრებით ვეპატიჟებით ტექსტილის მხატვრებს.
სემინარისათვის საჭირო მასალა, სავალდებულო ყველა მონაწილისთვის: მაკრატელი, ძაფები, ბლოკნოტი და კალმისტარი ჩანაწერებისთვის.

10 ოქტომბერი – საჯარო ლექცია “მიაოს ქსოვილების სოფლის ტრადიციები”

დასაწყისი: 16:00
ტრადიციული სამოსის წარმოების კულტურა ჩინეთში დღემდე ცოცხალია. ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩევა გუჯუასა და იუნანის რეგიონები, სადაც ყველა სოფელს თავისი ინდივიდუალური სტილი და ხელწერა აქვს. გამოიყენება მრავალფეროვანი, უმეტესად ლურჯი ფერის ქსოვილები, რომლებიც სხვადასხვა სახის ნაქარგობითა და აპლიკაციებით მდიდრულად ირთვება.
მაიკლ როდი ერთი თვის მანძილზე ცხოვრობდა ამ სოფლებში და მისი შთაბეჭდილებები ამ უმნიშვნელოვანეს მხატვრულ ფენომენზე წარმოდგენილი იქნება როგორც სლაიდების, ასევე ქსოვილების ნიმუშების სახით, რომლებსაც იგი სხვადასხვა ადგილებზე სტუმრობისას აგროვებდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები