ტრამპი ბაიდენს საკუთარი ვაჟის შეწყალების გამო უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ბრალს სდებს

ვრცელდება, თუ არა ჯოს მიერ ჰანტერის შეწყალება ტყვეებზე, რომლებიც მრავალი წელია ციხეში იმყოფებიან? ეს უფლებამოსილების ბორტად გამოყენება და სასამართლო შეცდომაა,- ასე გამოეხმაურა აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მოქმედი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ მისი ვაჟის, ჰანტერ ბაიდენის შეწყალების ამბავს.

ბაიდენის მიერ საკუთარი ვაჟის შეწყალებას ტრამპის ადმინისტრაციაც გამოეხმაურა.

“პრეზიდენტ ტრამპის წინააღმდეგ კუდიანებზე ნადირობამ დაამტკიცა, რომ “დემოკრატების” მიერ კონტროლირებადი იუსტიციის დეპარტამენტი და სხვა რადიკალი პროკურორები დამნაშავეები არიან იმაში, რომ მართლმსაჯულების სისტემა იარაღად აქციეს.

მართლმსაჯულების ეს სისტემა უნდა გამოსწორდეს და შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები თითოეული ამერიკელისთვის უნდა გახდეს ხელმისაწვდომი. ზუსტად ამას გააკეთებს პრეზიდენტი ტრამპი თეთრ სახლში ამერიკელების დიდი მანდატით დაბრუნებისთანავე”, – თქვა თეთრის სახლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ახალმა ხელმძღვანელმა, სტივენ ჩუნგმა.

ცნობისთვის, თეთრმა სახლმა დღეს გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც ბაიდენმა საკუთარი ვაჟი შეიწყალა. მას ბრალი იარაღის შეძენა-ფლობასა და 9 საგადასახადო სამართალდარღვევაში ედებოდა. ბაიდენის თქმით, შვილი იმის გამო შეიწყალა, რომ ის შერჩევით და უსამართლოდ იდევნებოდა. შეწყალების დოკუმენტის თანახმად, ეს არის სრული და უპირობო შეწყალება და ამ ოფიციალური შეწყალების გაუქმებას ტრამპი ვერ შეძლებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები