რას ფლობს სოსო ჯაჭვლიანი – „420-კაციანი სია უკვე ჩვენს ხელთაა“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, სოსო ჯაჭვლიანის თქმით, მას ხელთ აქვს იმ ადამიანების სია, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს დედაქალაქის მერიიდან ფინანსდებოდნენ.
„420-კაციანი სია უკვე ჩვენს ხელთაა, საქმე ეხება დაფინანსებას სპორტული სახეობების მიხედვით. მოგეხსენებათ, ქვეყანაში არსებობს სპორტული ფედერაციები, რომლებსაც აფინანსებს სახელმწიფო, მწვრთნელები და სპორტსმენები იღებენ ხელფასებს. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს დუბლირებასთან, იგივე მწვრთნელები წლების განმავლობაში ყოველთვიურად, დამატებით თბილისის მერიიდან იღებდნენ 500-500 ლარს. თუმცა „იღებდნენ“ შეცდომაა. ისინი დღემდე ფინანსდებიან – ბოლო ე.წ. ხელფასები გაცემულია 2014 წლის აგვისტოში“, – აცხადებს ჯაჭვლიანი „კვირის ქრონიკასთან“ საუბრისას. სოსო ჯაჭვლიანის მტკიცებით, სიაში არის რამდენიმე პატივცემული ადამიანი, მაგრამ უმეტესობა ფორმალურადაა გაფორმებული, ფულს არაფრის კეთებაში იღებს. სამაგიეროდ, ეს ადამიანები „ნაციონალების“ დავალებებს ასრულებდნენ და დღესაც მზად არიან, შეასრულონ. დეპუტატის თქმით, ამ ეტაპზე არაფერს ამტკიცებს და რაში იხარჯება მილიონები, ეს შესაბამისი ორგანოების გასარკვევია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები