ნათია ჯანაშიას გზა რესპექტაბელური აკადემიის დირექტორობიდან ნდობადაკარგულ მილიონერობამდე

„ნათია ჯანაშია მის მიერ წარმოებული დეფამაციური კამპანიის შედეგად იქცა ნდობადაკარგულ მილიონერად, რომელსაც  აღარ აქვს სასკოლო საზოგადოების, მშობლებისა და მოსწავლეების ნდობა“, – ამის შესახებ „აფბას“ მონიტორინგის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. შეგახსენებთ, აფბა “ბრიტანულ-ქართული აკადემიის” გარშემო მიმდინარე დავის საზოგადოებრივ მონიტორინგს ახორციელებს, რომელიც აკადემიის ყოფილმა დირექტორმა და მინორიტარმა, ნათია ჯანაშიამ „საქართველოს განათლების ჯგუფის“ წინააღმდეგ წამოიწყო.

აფბას მონიტორინგის სამსახური რამდენიმე თვეა აქტიურად სწავლობს ბრიტანულ ქართული აკადემიის დავის გარშემო არსებულ ინფორმაციას, რომელიც ქვეყნდება მედიაში და სოციალურ ქსელებში.

„რა გვაქვს დღევანდელი მონაცემებით და რას უნდა გაუსწოროს თვალი ჯანაშიას მხარემ? 2019 წლიდან დღემდე ნათია ჯანაშიას ქონება და აქტივები პროგნოზირებადზე გაცილებით მეტად იზრდება. 30 მილიონი მან მიიღო „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ 70 პროცენტის გაყიდვიდან, 5 მილიონი ლარი მენეჯმენტის სახელფასო ანაზღაურებით და ამას ემატება ის თანხები, რასაც დარჩენილი 30 პროცენტის ყიდვისას „საქართველოს განათლების ჯგუფი“ სთავაზობდა მას და მის მეუღლეს და ასევე სხვა შემოსავლები, რომელიც არ არის დეკლარირებული. ჩვენი შეფასებით 60 მილიონი ლარის და მეტის ფარგლებში მერყეობს აქტივები.

მას შემდგომ, რაც „საქართველოს განათლების ჯგუფმა“ ნათია ჯანაშია დირექტორობის პერიოდში, ლისზე ახალი კამპუსის მშენებლობის დროს გაფლანგული 4 მილიონი დოლარის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს მიმართა და  ნათია ჯანაშიაც დირექტორობიდან გაათავისუფლა, ამ უკანასკნელმა წამოიწყო ცილისმწამებლური კამპანია „საქართველოს განათლების ჯგუფის მიმართ“. ამ კამპანიამ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აგრესიული და რეიდერული ხასიათი მიიღო, რომელიც მიმართულია როგორც „საქართველოს განათლების ჯგუფის“, ასევე „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“, სახელმწიფო უწყებების, ხელისუფლებისა  და სასამართლო სისტემის მიმართ.

ნათია ჯანაშია ფაქტობრივად თავადვე აზიანებს აკადემიას, რომელსაც წლები ხელმძღვანელობდა წარსულში და რომლის 30%-იან წილს დღემდე ფლობს, ამის ნათელი დადასტურება იყო ჯანაშიას მხრიდან „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ ლიკვიდაციის მცდელობაც.  ბუნებრივია, ამ ყველაფერს კარგად ხედავენ მასწავლებლები, მოსწავლეები, მშობლები, მთელი სასკოლო საზოგადოება. ჩნდება განცდა, რომ ჯანაშიამ პატივისცემის მანდატს, ეფემერული ძალაუფლება და ფული არჩია“, – დასძენენ აფბას მონიტორინგის სამსახურში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები