ბიზნესმენი თემურ უგულავა გარდაიცვალა

ბიზნესმენი თემურ უგულავა 56 წლის ასაკში გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაცით, ბიზნესმენი ბოლო პერიოდში მძიმე სენს ებრძოდა და ამერიკის შეერთებულ შტატებში გარდაიცვალა.

მის სახელს საქართველოში არაერთი პროექტის შექმნა უკავშირდება. თემურ უგულავას მფლობელობაში იყო „აჭარა ჯგუფი“, რომელიც სტუმარმასპინძლობის სექტორში საქმიანობს. ჯგუფის შემადგენლობაშია: „სტამბა“, „რუმსის“ ქსელი, „ჰოლიდეი ინნ“, „ფაბრიკა“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები