რონალდო პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც გოლი ექვს მსოფლიო ჩემპიონატზე გაიტანა
პორტუგალიელმა თავდამსხმელმა კრიშტიანო რონალდომ ექვს ტურნირზე გოლის გატანით მსოფლიო ჩემპიონატის რეკორდი დაამყარა.
ისტორიული მომენტი აშშ-ში, მექსიკასა და კანადაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე დაფიქსირდა. ჰიუსტონში, ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში, სადაც პორტუგალია უზბეკეთის ნაკრებს დაუპირისპირდა, რონალდუმ ანგარიში მატჩის მეექვსე წუთზე გახსნა.
პორტუგალიელს აქამდე გოლი 2006 (1), 2010 (1), 2014 (1), 2018 (4) და 2022 (1) წლების მსოფლიო ჩემპიონატებზე ჰქონდა გატანილი.
2022 წელს რონალდო გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ხუთ სხვადასხვა მსოფლიო ჩემპიონატზე გაიტანა გოლი, რითაც გაუსწრო ბრაზილიელი პელეს, ასევე გერმანელების, მიროსლავ კლოზესა და უვე ზეელერის მაჩვენებელს, რომლებმაც ოთხ მსოფლიო ჩემპიონატზე გაიტანეს გოლი.
17 ივნისს არგენტინელმა ლიონელ მესიმ გაიმეორა რონალდოს მიღწევა, რომელმაც ექვს მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშა და აქედან ხუთში გაიტანა გოლი.
მსოფლიო ჩემპიონატი 19 ივლისს დასრულდება.