ირანმა თავის ტერიტორიაზე ფრენების სრულად აღდგენის შესახებ განაცხადა

ირანის ხელისუფლებამ სრულად აღადგინა საჰაერო მიმოსვლა ქვეყნის დასავლეთ ნაწილზე და ტრანზიტული ფრენები დაუშვა.

ამის შესახებ ისლამური რესპუბლიკის სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციამ განაცხადა. აქამდე ფრენები მხოლოდ აღმოსავლეთ ირანში იყო დაშვებული.

„ქვეყნის დასავლეთ ნაწილში საჰაერო სივრცე, ისევე როგორც აღმოსავლეთ ნაწილში, 24-საათიან რეჟიმში ფუნქციონირებს. შიდა რეისების გარდა, ქვეყნის საჰაერო სივრცეში ტრანზიტული რეისების განსახორციელებლად საჭირო პირობები შეიქმნა“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ ქვეყნის ყველა აეროპორტს შეუძლია საავიაციო საქმიანობის განხორციელება, თუ ისინი მოქმედებენ ქვეყნის ოფიციალურ საავიაციო წესებისა და პირობების შესაბამისად, რომლებიც აერონავტიკის ინფორმაციის პუბლიკაციაშია განსაზღვრული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები