რაზე ისაუბრეს შალვა ნათელაშვილმა და გიორგი მარგველაშვილმა გერმანიის საელჩოში გამართულ შეხვედრაზე?

რატომ შეხვდნენ მარგველაშვილი და ნათელაშვილი გერმანიის საელჩოში და რაზე ილაპარაკეს – ამ სათაურით გაზეთი “ქრონიკა“ “ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერთან შალვა ნათელაშვილთან ინტერვიუს აქვეყნებს. შალვა ნათელაშვილი ინტერვიუში მასსა და მარგველაშვილს შორის გერმანიის საელჩოში გამართული შეხვედრის დეტალებზე და გიორგი მარგველაშვილის პიროვნებაზე საუბრობს.
“3 ოქტომბერს ვიყავით გერმანიის საელჩოში მიღებაზე, მე ხელს ყველას ვართმევ და ყველას ვესალმები, სალამი ღვთისა. ასეთ შეხვედრაზე არასოდეს დავდევნებივარ ვინმეს ქვებით. მარგველაშვილს ჩვეულებრივად ჩამოვართვი ხელი. მარგველაშვილის გაცნობის შემდეგ, იცით, რა შთაბეჭდილება დამრჩა? ის განსხვავდება წინა პრეზიდენტებისგან, მათ ბევრი რამის გაფუჭება მოასწრეს, ხოლო მარგველაშვილს არც არაფერს აკეთებინებენ, შესაბამისად, არც არაფერს აფუჭებს. ცუდი პიროვნება ნამდვილად არ არის, რა დაპირისპირებაც ხდება სახელისუფლებო შტოებს შორის, ყველაზე მთავარი გახლავთ ის, რომ პრეზიდენტი მარგველაშვილი არის დევნაში“,- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები