ოპერისა და ბალეტის თეატრს „მფარველთა საბჭო“ ეყოლება

დღეს, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრში „მფარველთა საბჭოს“ დაარსებასთან დაკავშირებით სპეციალური პრესკონფერენცია გაიმართა. სამომავლო გეგმებსა და მიზნებზე საბჭოს წევრებმა: მაყვალა ქასრაშვილმა, დიმიტრი იუროვსკიმ და თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა დავით კინწურაშვილმა ისაუბრებეს. პრესკონფერენციას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი დაესწრო.
„მფარველთა საბჭო“ მსოფლიოს თითქმის ყველა ცნობილ თეატრს ჰყავს. ეს არის ქმედითი და მრავალფუნქციური ორგანო, რომლის წევრებიც ოპერისა და ბალეტის თეატრს სწორი მენეჯმენტის ჩამოყალიბებაში, საერთაშორისო ასპარეზზე ავტორიტეტისა და ურთიერთობების გამყარებაში, მაღალი სტანდარტის საოპერო და საბალეტო პროდუქციის შექმნაში, გასტროლების დაგეგმვასა და განხორციელებაში დაეხმარებიან.
ამ ეტაპზე ოპერის „მფარველთა საბჭოში“ გაერთიანდა მსოფლიოს მუსიკალური და თეატრალური სამყაროს 7 გამოჩენილი და ავტორიტეტული მოღვაწე – ცნობილი ქართველი მომღერლები ბადრი მაისურაძე და მაყვალა ქასრაშვილი, პრიმა – ბალერინა ნინო ანანიაშვილი, ცნობილი დირიჟორი დიმიტრი იუროვსკი, ვენის თეატრის სამხატვრო ადმინისტრაციისა და კასტინგის ხელმძღვანელი სებასტიან შვარცი, დირიჟორი ბრუნო ვაილი და ცნობილი რეჟისორი დიმიტრი ბერტმანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები