თურქეთში, ალადაღლარის მთებში გაუჩინარებულ ორ ბელორუსელ მთამსვლელ დას ეძებენ
თურქეთში, ალადაგლარის მთებში ორი ბელორუსელი ალპინისტი დაიკარგა. სამძებრო-სამაშველო ოპერაცია უკვე რამდენიმე დღეა უშედეგოდ მიმდინარეობს,- ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, ალპინისტები ბელორუსიის მოქალაქე დები არიან. მათივე ინფორმაციით, ალპინისტები მთის დასაპყრობად 16 ნოემბერს წავიდნენ.
სამძებრო სამუშაოებში ცოცხალ ძალასთან ერთად ჩართულია ვერტმფრენიც. ბელორუსიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის ყველა შესაძლო რესურსია ამოქმედებული, რათა ალპინისტების პოვნა მოხერხდეს. მათი განმარტებით, აქტიურ კომუნიკაციაში არიან თურქულ მხარესთან.