ისრაელმა ლიბანზე საჰაერო იერიში მიიტანა

ისრაელმა ლიბანზე საჰაერო იერიში მიიტანა, რასაც, სულ მცირე, 5 ადამიანი ემსხვერპლა – ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელის მედია ავრცელებს.

ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სულ მცირე, 5 ადამიანი დაიღუპა და 31 დაიჭრა.

ლიბანური მედიის ინფორმაციით, საჰაერო დარტყმამ წინასწარი საევაკუაციო გაფრთხილების გარეშე, ბეირუთის სამხრეთ გარეუბანში სამსართულიანი შენობა გაანადგურა.

ისრაელის თავდაცვის ძალებს ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები