“ცესკომ უმაღლესი პროფესიონალიზმით იმუშავა, ეუთო/ოდირმა თავიანთ ანგარიშში ამ ყველაფერს ხაზი გაუსვეს” – ლევან მაჭავარიანი

“ცესკომ უმაღლესი პროფესიონალიზმით იმუშავა”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

დეპუტატი „ნაციონალური მოძრობის“ თავმჯდომარის განცხადებას გამოეხმაურა, თითქოს, ცესკომ არჩევნების წინა დღეს „სმარტმატიკის“ ბრენდირებული მარკერები არაბრენდირებულით უკანონოდ ჩაანაცვლა.

„ცესკომ უმაღლესი პროფესიონალიზმით იმუშავა. ეუთო/ოდირმა თავიანთ ანგარიშში ამ ყველაფერს ხაზი გაუსვეს.

რა თქმა უნდა, ეს არის მორიგი ცილისწამება და კიდევ ერთხელ შევახსენებთ ჩვენს საზოგადოებას, რომ ზუსტად იგივე პრინციპით არჩევნები ჩატარდა ექვსჯერ, შუალედური არჩევნები და ცესკომ ჩაატარა რვა პილოტი, სადაც ყველამ მონაწილეობა მიიღო, ოპოზიციამაც, პოზიციამაც, არასამთავრობო ორგანიზაციებმაც და ა.შ.

შესაბამისად, ეს ყველაფერი არის, რა თქმა უნდა, ისევ ჰაერიდან მოტანილი სპეკულაციები“, – განმარტა მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები