არჩილ გორდულაძე: მას შემდეგ, რაც ცესკო შეაჯამებს არჩევნების შედეგებს, იქიდან 10 დღის ვადაში სალომე ზურაბიშვილს აქვს შესაძლებლობა, რომ პირველი სხდომა დანიშნოს, თუ არ დანიშნავს მე-10 დღეს პარლამენტი მაინც შეიკრიბება

“მას შემდეგ, რაც ცესკო შეაჯამებს არჩევნების შედეგებს, იქიდან 10 დღის ვადაში საქართველოს პრეზიდენტად წოდებულ სალომე ზურაბიშვილს აქვს შესაძლებლობა, რომ პირველი სხდომა დანიშნოს და შესაბამისად პარლამენტი შეიკრიბება, თუ არ დანიშნავს მე-10 დღეს პარლამენტი შეიკრიბება და შედგება პირველი სხდომა. შესაბამისად მე-11 მოწვევის პარლამენტი შეუდგება საქმიანობას”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ვერ იქნება კონსტიტუციურად ლეგიტიმური, რომ ერთი ადამიანის ნებაზე და პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე იყოს დამოკიდებული ქვეყანაში შედგება თუ არა პარლამენტი და მთავრობა.

„ნებისმიერი სხვა განცხადება, რომელიც ჩემს მიერ ნათქვამის საწინააღმდეგოდ იქნება წარმოთქმული, არის აბსოლუტური ტყუილი და აბსოლუტური დეზინფორმაცია. ვერ იქნება კონსტიტუციურად ლეგიტიმური და დადგენილი, რომ ერთი ადამიანის ნებაზე და პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე იყოს დამოკიდებული ჩვენს ქვეყანაში შედგება თუ არა პარლამენტი და შედგება თუ არა მთავრობა“, – აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები