ცესკოს ოპოზიციონერი წევრები სალომე ზურაბიშვილს ხვდებიან
ამ წუთებში, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოპოზიციონერი წევრები საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ხვდებიან.
ოპოზიციონერმა ლიდერებმა ზურაბიშვილს იმ სქემის შესახებ უნდა მიაწოდონ დეტალური ინფორმაცია, რომლითაც, მათი მტკიცებით, საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა.
როგორც ისინი აღნიშნავენ, პრეზიდენტთან ყველა საჭირო დოკუმენტაციას წარმოადგენენ.