“თუ მხოლოდ იმიტომ მიდიხარ ადმინისტრაციულ შენობასთან, რომ განცხადება შეიტანო, მაშინ ტაფებით და ჩასაბერი ინსტრუმენტებით მისვლა არ არის საჭირო” – იონათამიშვილი

“თუ შენ მხოლოდ იმიტომ მიდიხარ ადმინისტრაციულ შენობასთან, რომ განცხადება შეიტანო, მაშინ ტაფებით და ჩასაბერი ინსტრუმენტებით მისვლა არ არის საჭირო”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

დეპუტატი ცესკოსთან ჩატარებულ საპროტესტო აქციას გამოეხმაურა.

“თუ სხვა გზას ირჩევ, ე.ი. შენი მიზანი თავიდანვე ხელოვნურად ხმაურის ატეხა იყო, მაგრამ ესეც რომ უშედეგოა, ჩვენი საზოგადოება ამაზე დიდი ხანია შეთანხმებულია. უბრალოდ, ეს ყველაფერი გვაჩვენებს ამ რადიკალების სახეს, რომ მათ მხოლოდ ასეთი ინსტრუმენტებით – ტაფებით, ქვაბებით სურთ ფონს გავიდნენ, მაგრამ საბოლოო ჯამში რასაც მიიღებენ, ამასაც კარგად ნახავს ჩვენი საზოგადოება”, – აღნიშნა იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები