ლევან მაჭავარიანი: ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური პოპულიზმი, ვერავინ ვერანაირ სიას ვერ ჩახსნის

“ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური პოპულიზმი”, – ასე შეაფასა “ქართული ოცნების” წევრმა, ლევან მაჭავარიანმა სიების ჩახსნის თაობაზე ორი ოპოზიციური კოალიციის განცხადება.

მისივე თქმით, პროცედურას კანონი არეგულირებს.

“ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური პოპულიზმი, ვერავინ ვერანაირ სიას ვერ ჩახსნის. პროცედურა არის შემდეგი: პირველი სხდომა უნდა შედგეს, აქ იქნება ცნობა 150 დეპუტატის უფლებამოსილების. შემდეგ, უკვე ინდივიდუალურად უნდა მოგვმართონ იმ პიროვნებებმა, ვისაც სურთ, რომ უფლებამოსილება შეუწყდეთ. ამაზე დამატებით უნდა იმსჯელოს პარლამენტმა – ვის შეუწყვეტს უფლებამოსილებას და ვის არა. შესაბამისად, კანონმდებლობით და კონსტიტუციით ეს პროცესი ასეა დადგენილი, სხვა ყველაფერი სპეკულაცია და უბრალოდ პოლიტიკური პოპულიზმია,” – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

შეგახსენებთ, რომ კოალიციებმა: “ერთიანობა – ნაციონალურმა მოძრაობამ” და “ცვლილებებისთვის” განაცხადეს, რომ პარლამენტში არ შევლენ და ცესკოსთვის გასაგზავნ განცხადებებს ხელი მოაწერეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები