“საერთაშორისო გამჭვირვალობას“ რომ დავუჯეროთ, ვაშაძე პრემიერია, ოპოზიცია საკონსტიტუციო უმრავლესობაშია” – გურამ მაჭარაშვილი

“საერთაშორისო გამჭვირვალობას“ და მათ ექსპერტებს რომ დავუჯეროთ, დღეს გიორგი ვაშაძეა პრემიერ-მინისტრი, ოპოზიცია პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობაშია”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

„ცოტა ხანში ველოდები, რომ პირველ სხდომას გამართავენ, ოღონდ თავმჯდომარეზე შეიძლება, გაუჭირდეთ, ვერ შეთანხმდებიან, პარლამენტის თავმჯდომარე არ დაუსახელებიათ, თუმცა ვაშაძე პრემიერ-მინისტრის პოსტს არავის დაუთმობს. ჩვენ შეგვიძლია, ოპოზიციას ადგილი გამოვუყოთ, შექმნან თავიანთი ალტერნატიული პარლამენტი და ითამაშონ რამდენიც უნდათ. ახალი წელი მოდის და შეიძლება ნაძვის ხეც მივუტანოთ მერე და იქაურმა პრემიერმა ვაშაძემ შეიძლება, მიულოცოს თავისივე ამომრჩეველს და ა.შ. ზუსტად ამ კომიკურ სიტუაციაში არიან“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები