აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრო ბათუმის მერიასთან თანამშრომლობას იწყებს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და ქალაქ ბათუმის მერია ურთიერთთანამშრომლობას იწყებენ, – ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, დოკუმენტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ლაშა ქარდავამ და ბათუმის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ჩიქოვანმა მოაწერეს ხელი.

მემორანდუმის თანახმად გათვალისწინებულია უწყებებს შორის მჭიდრო და ეფექტური თანამშრომლობა, რაც დადებით ზეგავლენას მოახდენს დროებით დევნილი მოსახლეობის ჯანდაცვასა და სოციალურ კეთილდღეობაზე, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები