“პარლამენტის პირველი სხდომა როცა იქნება, შეიკრიბებიან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, რაც სავსებით საკმარისია, რომ სხდომა გაიხსნას” – არჩილ გორდულაძე

“პარლამენტის პირველი სხდომა როცა იქნება, შეიკრიბებიან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, 89 დეპუტატი, რაც სავსებით საკმარისია, რომ სხდომა გაიხსნას, უფლებამოსილი იყოს პარლამენტი, რომ დაიწყოს და შეუდგეს საქმიანობას”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, არჩილ გორდულაძე აცხადებს.

როგორც დეპუტატი განმარტავს, 89 დეპუტატი პარლამენტის 150-ვე წევრის უფლებამოსილებას ცნობს.

“ზუსტად ისევე, როგორც ეს 2020 წელს მოხდა. საუბრობდნენ არაერთ მოგონილ ფაქტთან დაკავშირებით, თითქოს არჩევნები არ ჩატარდა კანონის შესაბამისად და ახლა გადავიდნენ ისეთ ტყუილებზე, როგორიცაა სიების ჩახსნა. ეს ადამიანები მერამდენედ უნდა ვამხილოთ ტყუილში. მათ ტყუილებს წუთების სიცოცხლეც კი აღარ აქვთ და არ შეუძლიათ, რომ საზოგადოება მოატყუონ. სხვათა შორის, მათ ამ ტყუილში თავისივე კლასტერში შემავალი პარტიები ამხელენ. გვახსოვს გუშინდელი განცხადებები, რასაც მაგალითად, გახარიას გუნდის წარმომადგენლები აკეთებდნენ. ეს კიდევ ერთი მცდელობაა, თითქოს საზოგადოებაში ამ ორ ძალას შორის რაიმე დაპირისპირება წარმოაჩინონ, რათა გახარია გადარჩეს, თითქოს ის „ნაცი“ არ არის. გახარია ისეთივე „ნაცი“ და ისეთივე აგენტურის წარმომადგენელია, როგორც მაგალითად, ბოკუჩავა, გვარამია, მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა წევრები“, – აღნიშნავს გორდულაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები