არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე პროკურატურაში მოწმის სახით გამოკითხვაზე ბადრი ჯაფარიძე დაიბარეს
პარტია „ლელოს“ ლიდერი ბადრი ჯაფარიძე არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მოწმის სახით გამოკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ ოპოზიციონერმა სოციალურ ქსელში დაწერა.
როგორც ჯაფარიძე განმარტავს, პროკურატურაში მისვლას არ აპირებს და გამოკითხვას სასამართლოში მოსამართლესთან გაივლის.
ინფორმაციისთვის, პროკურატურა არჩევნების გაყალბების შესახებ ბრალდებებს იკვლევს, გრძელდება გამოკითხვებიც. პროკურორები კონკრეტულ ფაქტებს ითხოვენ, თუმცა, როგორც თავად აცხადებენ, ვერცერთმა დაკითხულმა პირმა მტკიცებულებები ჯერ ვერ წარმოადგინა.