საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრა გამართა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გეკა გელაძემ, მოადგილე ალექსანდრე მაისურაძესთან ერთად, დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. გეკა გელაძემ შეხვედრაზე პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა და ყურადღება გაამახვილა სააგენტოს საქმიანობის ეფექტიანობის გაუმჯობესების შესაძლებლობებზე.

შსს-ს ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა დაზვერვის სააგენტოს თანამშრომლებს საქმიანობის საკვანძო სფეროებისა და რისკებზე რეაგირების ინსტრუმენტების თვისებრივი განვითარების საქმეში მხარდაჭერა აღუთქვა. გეკა გელაძემ სააგენტოს თითოეულ თანამშრომელს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და სტრატეგიული მიზნების განხორციელებაში წარმატება უსურვა. დაზვერვის სააგენტოში სტუმრობისას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ინფრასტრუქტურასა და მატერიალურ-ტექნიკურ ბაზასაც გაეცნო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები