მერკელმა აშშ-ის ნატოდან შესაძლო გასვლა ამერიკისთვის არახელსაყრელ ფაქტორად შეაფასა

გერმანიის ყოფილმა კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ აშშ-ის ჰიპოთეტური გასვლა ნატოდან ეწინააღმდეგება როგორც ევროპული ქვეყნების, ასევე თავად ვაშინგტონის ინტერესებს.

„ეს [აშშ-ის ნატოდან გასვლა] ევროპის ინტერესებში არ შედის და მე მტკიცედ ვარ დარწმუნებული, რომ ეს არც ამერიკის ინტერესებში შედის“, – აღნიშნა მერკელმა ჟურნალ „ფოკუსთან“ ინტერვიუში.

გერმანიის ყოფილი კანცლერი მიიჩნევს, რომ მზარდი გლობალური გამოწვევების გათვალისწინებით, მსოფლიოში ვერც ერთი ქვეყანა ვერ გაუმკლავდება მათ მარტო. მერკელმა ასეთ გამოწვევად ჩინეთი მოიხსენია თავისი „პოლიტიკური ამბიციებით“.

„ამიტომ, ისეთ დიდ და ძლიერ ქვეყანასაც კი, როგორიც შეერთებული შტატებია, უნდა აინტერესებდეს მსოფლიოში რამდენიმე მეგობრის ყოლა. ეს არანაირ ზიანს არ მოგაყენებთ“, – დასძინა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები