ზაქარია წიკლაური, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის დელეგაციასთან ერთად, სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში, ადგილობრივი ხელისუფლების მიწვევით გამართულ შეხვედრებს დაესწრო

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე ზაქარია წიკლაური სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში, ადგილობრივი ხელისუფლების მიწვევით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის დელეგაციასთან ერთად იმყოფება.

ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები ბელგრადის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრები მხარეთა დაახლოებას, გამოცდილების გაზიარებასა და თანამშრომლობის გაღრმავებას შეეხო.

ზაქარია წიკლაურმა, სხვა დელეგატებთან ერთად, შეხვედრები გამართა ბელგრადის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იგორ იავანოვიჩთან, ასევე საკრებულოს წევრებთან – ვლადიმერ ტრაჟკოვიჩსა და მირა იავანოვიჩთან. შეხვედრებზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ადგილობრივი თვითმმართველობის პრაქტიკებსა და მუნიციპალური მართვის თანამედროვე მიდგომებს. დელეგაცია ასევე შეხვდა ბელგრადის საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელ კატერინა კუბრიკს და ეკონომიკურ და სოციალურ საკითხთა სამსახურის ხელმძღვანელ ვიოლეტა ფილიპს. მხარეებმა ქალაქის ეკონომიკური განვითარება, სოციალური და ჯანდაცვის პროგრამები განიხილეს.

ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრები მუნიციპალური სერვისების, ინფრასტრუქტურისა და საზოგადოებასთან ეფექტური კომუნიკაციის საკითხებსაც შეეხო. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საერთაშორისო თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები