ტრამპის თქმით, ჩინეთი Boeing-ის 200 თვითმფრინავს შეიძენს

ჩინეთი დათანხმდა Boeing-ის 200 თვითმფრინავის შეძენას, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Fox News-ს ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

„ჩვენ ბევრ რამეზე ვისაუბრეთ, იმდენზე, რომ ყველაფრის განხილვა შეუძლებელია.

ერთ რამეზე ის დღეს დამთანხმდა – აპირებს 200 თვითმფრინავის შეკვეთას. ეს დიდი ამბავია, Boeing-ები, 200 დიდი ხომალდი. ეს უამრავი სამუშაო ადგილია. Boeing-ს 150 უნდოდა, მან კი 200 შეუკვეთა“, – აღნიშნა ტრამპმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები