საქართველოს ტურიზმის სექტორში მიმდინარე რეფორმებზე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, მალტაში გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის (UN Tourism) ევროპის რეგიონული კომისიის 72-ე სხდომაზე ისაუბრა

მალტაში გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის (UN Tourism) ევროპის რეგიონული კომისიის 72-ე სხდომა გაიმართა, რომელსაც დაესწრო 33 წევრი ქვეყნის დელეგატი, საერთაშორისო ორგანიზაციების და კერძო სექტორის წარმომადგენლები. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ თამარ ყორიაულმა სხდომაზე გამოსვლისას ისაუბრა საქართველოს ტურიზმის სექტორში მიმდინარე რეფორმებზე, მდგრადი ტურიზმის მიმართულებით განხორციელებულ პროექტებსა და რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.

„სხდომაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო 2027 წელს გამოცხადებულ მდგრადი და მედეგი ტურიზმის საერთაშორისო წელს (International Year of Sustainable and Resilient Tourism – 2027) და მის სამოქმედო გეგმას. ინიციატივის მთავარი მიზანია ტურიზმის სექტორის, როგორც მდგრადი ეკონომიკური განვითარების, სოციალური ჩართულობისა და რეგიონული გამძლეობის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალის პოზიციონირება.

გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის განცხადებით, აღნიშნული ინიციატივა ხელს შეუწყობს დარგის უფრო აქტიურ ინტეგრაციას გლობალურ დღის წესრიგში, ასევე ტურიზმის, როგორც ტრანსფორმაციული ძალის როლის გაძლიერებას მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის პროცესში.

სესიაზე ასევე განიხილეს 2026-2027 წლების დაგეგმილი და განხორციელებული აქტივობები, რომლებიც მოიცავს ტურიზმის ორგანიზაციის წევრ ქვეყნებში კოორდინაციის გაძლიერებას, ცოდნის გაზიარებასა და ტურიზმის სექტორში პრაქტიკული შედეგების მიღწევას“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები