„სეგოდნია“: კავკასიის საუკეთესო კლოუნი, მიხეილ სააკაშვილი ამერიკული ვიზის გარეშე დარჩა?!

რუსული გამოცემა „სეგოდნია“ ქართული მედიის მიერ გავრცელებული იმ ინფორმაციის შესახებ წერს, რომლის თანახმადაც, მიხეილ სააკაშვილს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სამუშაო ვიზაზე უარი უთხრა.
„ქართულ პრესაში კავკასიის საუკეთესო კლოუნის, ქვეყნის ექს-პრეზიდენტის საინტერესო და სახუმარო-თავშესაქცევი დეტალები ქვეყნდება. როგორც გაზეთი „ალია“ იუწყება, მიხეილ სააკაშვილისთვის თურმე აშშ-ში სამუშაო ვიზაზე უარი უთქვამთ. მანამდე კი ტაფტის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამაც აღარ მოისურვა მასთან კონტრაქტის გაგრძელება ლექციების წაკითხვის თაობაზეო“, – ნათქვამია პუბლიკაციაში (ავტორი – მაქსიმ კუპინოვი).
გამოცემის თანახმადვე, ჯერ-ჯერობით უცნობია, რატომ აღარ სურს ცნობილ უნივერსიტეტს მიხეილ სააკაშვილის სალექციო ტალანტის გამოყენება.
„ნუთუ იგი ლექციებზეც აცინებდა სტუდენტებს თავისი კლოუნადის სოლონომრებით? ანდა შეიძლება იმას აჩვენებდა, როგორ უნდა მოქცეულიყვნენ ამერიკის ცაზე რუსული თვითმფრინავების გამოჩენისას? ან როგორ დაეწყნარებინათ ემოციები ჰალსტუხის მეშვეობით?
ასეა თუ ისე, ახლა მიხეილ სააკაშვილი უმუშევარია. არადა, ქართველი ხალხისადმი უანგაროდ სამსახურისთვის მან „დამსახურებული ჯილდო“ მიიღო – იმდენი ქონება დააგროვა, რომ ხუთას წელს ეყოფა განცხრომით ცხოვრებისათვის, ინფლაციის გათვალისწინებით.
მაგრამ ამქვეყნად ხომ მარადიული არაფერია… საქართველოს პროკურატურამ ამას წინათ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის ქონებას და ანგარიშებს ყადაღა დაედო. ეს ნიშნავს, რომ ექსპრეზიდენტს დაფიქრება მართებს – ვაითუ, მშიერი დარჩეს…
მიხეილ სააკაშვილს სამუშაო ვიზა სხვა მიზნითაც სჭირდება: იგი ძებნილია, მას ბრალდებები აქვს წაყენებული. თუ ექს-პრეზიდენტი აშშ-ის სამუშაო ვიზას ვერ მიიღებს, მას უკვე ამ ქვეყანაში პოლიტიკური თავშესაფრის მიღების იმედი აღარ უნდა ჰქონდეს. არადა, არის ცნობები, რომ ვიზა მას სწორედ ამ მიზნისთვის სჭირდება – პოლიტიკური დევნილის სტატუსის მისაღებად კონკრეტულად ამერიკის შეერთებულ შტატებში.
კაცმა რომ თქვას, ამერიკელები ექს-პრეზიდენტს მაინც და მაინც კარგად არ ექცევიან. დაავიწყდათ ალბათ პრინციპი – „იგი არამზადაა, მაგრამ ჩვენი არამზადაა“. რატომ არ შეიძლებოდა მიხეილ სააკაშვილისათვის თავშესაფრის მიცემა, განა რა მოხდებოდა ამით?
მაგრამ მეორე მხრივ, თუ ამერიკის მიერ ხელისუფლებაში მოყვანილი ადამიანები ყველა ისევ მფარველებთან გაიქცევა, მაშინ შეერთებული შტატები როგორ ქვეყნად წარმოჩინდება? დღეს მიხეილ სააკაშვილი, ხვალ პეტრო პოროშენკო, ზეგ კიდევ ვიღაც…
შესაძლოა მიხეილ სააკაშვილის მაგალითით ვაშინგტონს სურს მის მიერ დასმული ზოგიერთი მმართველი გააფრთხილოს: ატლანტიკის გადაღმა თქვენ ვერაფერს მიიღებთ, თუ ტირილი გინდათ, ბებერ ევროპაში იტირეთო? ხელისუფლება თქვენვე უნდა შეინარჩუნოთ, თორემ არავისთვის საჭირო არ იქნებითო. საინტერესოა, გაიგებენ და მიხვდებიან ამ პოლიტიკური სიგნალის აზრს „ვაშინგტონის ცეკას“ მიერ ხელისუფლებაში მოყვანილი ხალხი?“ – წერს გამოცემა.

წყარო: http://www.newspress.ge

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები