ყველაზე სექსუალური მამაკაცების ტოპ 5-ეული ზოდიაქოს მიხედვით
ქალწული – ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული მამაკაცები, იშვიათად გამოირჩევიან ჰიპერსექსუალურობით. ამიტომ მათი უმრავლესობა საკუთარ პოტენციალს ხშირად კარიერული სიმაღლეების დასაპყრობად უფრო იყენებს, ვიდრე ლამაზმანების გულის მოსანადირებლად. ამასთან ერთად, ქალწულს უნარი აქვს დანარჩენი მამაკაცებისგან განსხვავებით, გაცილებით უფრო დიდხანს გაძლოს სექსის გარეშე თუ ბევრი საქმე აქვს ან სასურველი პარტნიორი ვერ იპოვნა. პრობლემაც სწორედ ამაშია, გადაღლა, სტრესი, მუდმივად დატვირთული სამუშაო რეჟიმი ხშირად იწვევს მათში იმპოტენციის საფრთხეს და ზოგადად სექსუალურ პრობლემებს. რასაც სხვადასხვა სახის ფიზიოლოგიური გართულებებიც ემატება თან.
თევზები –თევზი მამაკაცი ბუნებით ძალზე ფაქიზი, ემოციური და სენსიტიური ინდივიდია. შესაბამისად, მას ხშირად უჩნდება პრობლემა გამოხატვის კუთხით, ძირითადად იმის გამო, რომ როგორ წესი იგი სიყვარულის და მოწონების ობიექტად თითქმის ყოველთვის ძლიერი ხასიათის, ცოტა ხისტ და უტაქტო ქალბატონებს ირჩევს. შესაბამისად, შანსი იმისა, რომ ამგვარ პარტნიორთან კავშირმა მას ათასგვარი სახის ფსიქოლოგიური კომპლექსი აჰკიდოს საკმარისზე დიდია. ამ ყველაფერს კი ჯაჭვურად მოსდევს სექსუალური პრობლემები და ბონუსად ზოგადად ჯანმრთელობის გაუარესება.
მორიელი – სექსის განსახიერებაა, მათ ნიშანს სქესობრივი ორგანოები განაგებს. მარსის აგრესიული ბუნების გამო ამ ნიშნის კაცები უზარმაზარი სექსუალური მადისანი არიან აქ არავითარი მორალური შეზღუდვა არ არსებობს, რადგანაც ღრიანკალს სექსი ადამიანურ ურთიერთობათა დამოუკიდებელ სფეროდ მიაჩნია და, ამას გარდა, სექსი მათი ძალების აღდგენის საშუალებაა. თავს იბუგავს აქტიური სექსუალური ცხოვრებით, რაც ყველა სხვა ნიშანს დაასუსტებდა; მრავალრიცხოვანი ცდების შემდეგ კვლავ ახალგაზრდა და ახალი იმედებით აღსავსეა. შემდგომ ისინი ახალ ციკლს გადიან და კვლავ სურვილის ცეცხლი ეკიდებათ. მთელს ზოდიაქოში ღრიანკალი საყვარლად ყველაზე მეტად ფასობს. მას აქვს სათანადო გამოცდილება, რომელიც მარტო საკუთარი სურვილის დასაკმაყოფილებლად კი არ გამოდგება, არამედ პარტნიორის საამებლადაც.
მშვილდოსანი – იციან ეროტიკული სიამოვნების ფასი და მათთვის ცხოვრების ეს მხარე ძალიან მნიშვნელოვანია. მშვილდოსანს შეუძლია ზედმიწევნით კარგად გამოიცნოს პარტნიორი ქალის სურვილები; ქალის სხეულის ნებისმიერი მოძრაობით ხვდება, რა სურს მას. ბევრს წააგებთ, მშვილდოსანთან სექსზე უარს თუ იტყვით. მისი მხოლოდ ერთი შეხებაც კი კმარა, რომ თავი დაკარგოთ. მშვილდოსნებისთვის არ არსებობს აკრძალული პოზები და ადგილები სექსისთვის. ისინი გიჟდებიან ექსპერიმენტებზე.
ლომი – უზომოდ ამაყი ინდივიდია, შესაბამისად, ნებისმიერი ტიპის მარცხს იქნება ეს პროფესიულ თუ პირად ფრონტზე ლომები გადამეტებული ემოციებით ხვდებიან, მტკივნეულად რეაგირებენ მასზე. თუმცა ხშირად გარეგნულად შესაძლოა თქვენ ეს საერთოდ ვერ შეამჩნიოთ, იმიტომ რომ არც ერთ ლომს არ მისცემს სიამაყე იმის უფლებას, საზოგადოების თვალში თავი სასაცილოდ გაიხადოს. ლომი შეიძლება სექსუალური კუთხით პარტნიორის აბსოლუტურად უწყინარმა ხუმრობამ და კრიტიკულმა შენიშვნამ ხანგრძლივი ვადით დააკომპლექსოს. რის შემდეგაც მას ორი გზა რჩება – იქცეს ქრონიკულ მექალთანედ, რათა გარშემო მყოფებსა და პირველ რიგში საკუთარ თავს დაუმტკიცოს თავისი სიძლიერე, ან დაუმეგობრდეს ალკოჰოლს, რომელიც რეალურად შეიცავს სექსუალური დარღვევების წარმომშობ საფრთხეს.