შურიანმა დებმა გოგონა სილამაზის გამო დანით სამუდამოდ დაამახინჯეს

მოზარდმა დებმა არგენტინაში თავიანთი თანატოლი გოგონა დანის გამოყენებით სამუდამოდ დაამახინჯეს. ამ საქციელის მიზეზი გოგონას სილამაზით გამოწვეული შური იყო. 15 წლის იულია ალვარესი მისმა თანატოლებმა დანით სახის არეში ისე დაჩეხეს, რომ მისი სახე საშინელებათა მულტფილმ „საბავშვო თამაში“-ს გმირ ჩაკისთვის დაემსგავსებინათ.
„ ყველა ამბობს რომ შენ ლამაზი და მომხიბვლელი ხარ. მაგრამ როცა ჩვენ მოგხედავთ, ისინი შენ ასეთად აღარ ჩაგთვლიან. ხალხი ამიერიდან შენ ჩაკის დაგიძახებს“ – განუცხადეს გოგონას დებმა, სანამ დანით მის სახის დამახანჯებას დაიწყებდნენ.
დაზარალებული მოზარდი მიწაზე სისხლის გუბეში იწვა, როდესაც ის გამვლელმა იპოვა და სასწრაფო დახმარება გამოიძახა. საცოდავ გოგონას ათეულობით ნაკერი დაადეს. არგენტინის პოლიციას თავდაპირველად არ სურდა ამ საქმის გამოძიება, მაგრამ პროტესტის ფაქტების შემდეგ მაინც აიღეს საქმე. დამნაშავე გოგონები დააკავეს. უმცროსი 16 წლის და პატიმრობაში არ დაუტოვებიათ, ხოლო 18 წლის გოგონა ჯერ ისევ პატიმრობაში რჩება. „ მათ ჩემი დის მუდამ შურდათ. მას მუდმივად ემუქრებოდნენ, მაგრამ ამას სერიოზულად არ აღვიქვამდით. მე ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ მათ მსგავსი რამის ჩადენა შეეძლოთ. ყოველ დღე როცა ჩემ დას შევცქერი, მე ტირილი მინდა. მათ მისი ცხოვრება დაანგრიეს. ახლა მას აღარ სურს სარკეში ჩახედვა. იულიას თავის მოკვლა სურს. ამ დებმა ჩვენი ოჯახი დაანგრიეს“, – ამბობს იულიას და იენი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები