ჰერმან საბო – სამოქმედო გეგმის შესახებ ოპოზიციის განცხადებაზე: ლაშას მამა გარდაიცვალა და გეგმას მოგვიანებით გეტყვითო
ლაშას მამა გარდაიცვალა და გეგმას მოგვიანებით გეტყვითო, – ასე გამოეხმაურა „გირჩის“ წევრი ჰერმან საბო ოპოზიციის ერთიან განცხადებას, რომელიც მათ სამოქმედო გეგმას ეხებოდა.
ინფორმაციისთვის, რამდენიმე საათიანი კონსულტაციებისა და მსჯელობის შემდეგ, ოპოზიციაში საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს, რომ გეგმის შესახებ ორშაბათს, აქციაზე ისაუბრებენ.