მამუკა მდინარაძე სამოქმედო გეგმის შესახებ ოპოზიციის განცხადებაზე: სამ დღეში ვინ გვეტყვის, ეგ მაინც გვითხრან, ტოპტვინები თუ თენგო?
სამ დღეში ვინ გვეტყვის, ეგ მაინც გვითხრან, ტოპტვინები თუ თენგო?, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ოპოზიციის ერთიან განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც მათ სამოქმედო გეგმას ეხებოდა. რამდენიმე საათიანი კონსულტაციებისა და მსჯელობის შემდეგ, ოპოზიციაში საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს, რომ გეგმის შესახებ ოთხშაბათს, აქციაზე ისაუბრებენ.