რატი იონათამიშვილი: ის, ბეჭდებასხმული, მილიონერი ქალი ხომ არ უღიმოდა და მან ხომ არ დააშინა ეს ნაღები ოპოზიცია?
ის, ბეჭდებასხმული, მილიონერი ქალი ხომ არ უღიმოდა (ამჯერად ოპერატორის ამპლუიდან) და მან ხომ არ დააშინა ეს ნაღები ოპოზიცია?, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
დეპუტატი ოპოზიციის ერთიან განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც მათ სამოქმედო გეგმას ეხებოდა. რამდენიმე საათიანი კონსულტაციებისა და მსჯელობის შემდეგ, ოპოზიციაში საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს, რომ გეგმის შესახებ ოთხშაბათს, აქციაზე ისაუბრებენ.