ოპოზიციური პარტიები 4 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე აქციას გამართავენ
ოპოზიციური პარტიები 4 ნოემბერს, 19:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე აქციას გამართავენ.
შესაბამისი განცხადება „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ ოპოზიციონერ ლიდერებთან ერთობლივ, საგანგებო პრესკონფერენციაზე გააკეთა.
მათი თქმით, სწორედ აქციაზე გახდება ცნობილი ოპოზიციის სამოქმედო გეგმაც.
„ჩვენ შევიკრიბებით ორშაბათს, 19:00 საათზე, რუსთაველზე და იქ მოგახსენებთ სამოქმედო გეგმას დეტალურად, თუ როგორ – კანონის მიხედვით, სამართლებრივად, მშვიდობიანად, მაგრამ ორგანიზებულად გაგრძელდება ჩვენი პროტესტი“, – განაცხადა ანა დოლიძემ.
აღსანიშნავია, რომ ოპოზიციის დღევანდელ შეხვედრას „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები ესწრებოდნენ.