“საქართველო ასრულებს ყველა იმ ვალდებულებას, რაც ევროკავშირის კანონმდებლობასთან, რეგულაციებსა და სტანდარტებთან დაახლოებისთვის არის საჭირო” – ქადაგიშვილი
“საქართველო ასრულებს ყველა იმ ვალდებულებას, რაც ევროკავშირის კანონმდებლობასთან, რეგულაციებსა და სტანდარტებთან დაახლოებისთვის არის საჭირო”, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა.
„ბატონი ჰერჩინსკის ელჩობის პერიოდში საქართველოს არ მისცეს კანდიდატის სტატუსი, თუმცა, როგორც აღმოჩნდა შემდგომში, ის ყველაზე მეტად იმსახურებდა ამას ობიექტური შეფასებით და გარკვეული პერიოდის შემდეგ ეს სტატუსი მოგვანიჭეს. მაგრამ ის პერიოდი გამოყენებული იყო გარკვეული პოლიტიკური ძალების მიერ საქართველოში მთავრობის გადაყენებისა და ტექნიკური მთავრობის მოყვანის ლოზუნგით გამართული აქციებისათვის.
ანალოგიურ ვითარებასთან გვაქვს ჩვენ აქ საქმე. მოგეხსენებათ, რომ კოორდინაცია ამ ქვეყანაში მიმდინარე არჩევნებთან დაკავშირებით გარე ჩართულობისა იყო ძალიან დიდი. გამომდინარე აქედან, მათ სჭირდებათ გარკვეული პერიოდი იმისთვის, რომ გადაეწყვნენ ახალი ვითარებიდან გამომდინარე. ჩვენ იმიტომ ვუსვამთ ყოველთვის ხაზს, რომ არჩევნების შემდეგ და განსაკუთრებით, უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების დასრულების შემდეგ თვისობრივად მოხდება გადატვირთვა ურთიერთობებისა ევროკავშირთანაც და ამერიკის შეერთებულ შტატებთანაც, რომ მათაც სჭირდებათ დრო, არსებული პოლიტიკის კორექტირება მოხდეს”, – განაცხადა ქადაგიშვილმა.