“ულტიმატუმებით საუბარი არასწორია და არ შეესაბამება პარტნიორებს შორის ურთიერთობებს” – ბოჭორიშვილი

“ულტიმატუმებით საუბარი არასწორია და არ შეესაბამება პარტნიორებს შორის ურთიერთობებს”, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

დეპუტატმა იმ ევროპარლამენტარების განცხადებები შეაფასა, რომლებიც გამჭვირვალობის შესახებ და ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონების გაუქმებას ითხოვენ.

“ზოგადად, ასეთი ულტიმატუმებით საუბარი არასწორია და არ შეესაბამება პარტნიორებს შორის ურთიერთობებს. კიდევ ერთხელ – საქართველოს აქვს კანონები, რომელსაც იღებს პარლამენტი, რომელსაც აქვს ლეგიტიმური უფლება, რომ ეს აკეთოს. პარლამენტის მიერ მიღებული კანონები გამომდინარეობს იმ საჭიროებიდან, რაც აქვს ჩვენს ქვეყანას და პასუხობს ქართულის საზოგადოების ინტერესებს“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები