მიქანაძე – თამუნა შიოლაშვილზე: ჩვენ ვხედავთ, რომ უკვე შიგნიდან, მათივე წარმომადგენლები აჟღერებენ ინფორმაციას, როდესაც ისინი ხედავენ უსამართლობას

„ჩვენ ვხედავთ, რომ უკვე შიგნიდან მათივე წარმომადგენლები აჟღერებენ ინფორმაციას, როდესაც ისინი ხედავენ ასეთ უსამართლობას და ასეთ უსამართლო დამოკიდებულებას, რომელიც, პირველ რიგში, აზიანებს ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ოზურგეთის საარჩევნო კომისიის წევრის კოალიცია „ძლიერი საქართველოდან“ – თამუნა შიოლაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ “სქრინებს”.

“საერთაშორისო დონეზე ოპოზიცია ცდილობს, რომ ქვეყნის რეპუტაციულ იმიჯს ზიანი მიაყენოს. ეს ადამიანები უკვე გამოდიან ამ სივრციდან და ისინი სიმართლის მხარეს დგებიან, ამბობენ იმ რეალობის შესახებ, რასაც ადგილი ჰქონდა, თუ როგორ აიძულებდნენ მათ – რაღაც ნაბიჯები გადაედგათ, რაღაც გადაწყვეტილებები მიეღოთ.

ეს ერთ-ერთი კონკრეტული მხილებაა, თორემ ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ძალიან ბევრია ასეთი“, – აღნიშნა მიქანაძემ.

ცნობისთვის, თამუნა შიოლაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც წერდა – „იყო მითითება, მიზნად დამესახა დაწერილიყო საჩივრების მაქსიმალური რაოდენობა, შექმნილი იყო „ჩათი“, სადაც ხდებოდა „დირექტივების“ გამოგზავნა ძირითადად „ლელოდან“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები