ჰონგ-კონგში დემონსტრანტები ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს დათანხმდნენ

 

   ჰონგ-კონგში დემონსტრანტები, რომლებიც კვირაზე მეტია ქუჩებს არ ტოვებენ, ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებზე დათანხმდნენ. ეს იმის შემდეგ მოხდა, რაც ჰონგ-კონგის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ლიან ჩჟენიინმა აქციების მონაწილეებს შეხვედრა შესთავაზე, თუმცა გადადგომაზე უარი განაცხადა. შეგახსენებთ, რომ დემონსტრანტები ჰონგ-კონგის ცენტრის პარალიზება მოახდინეს, რადგან ჰონგ-კონგის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტზე კანდიდატების შერჩევაში პეკინის მონაწილეობა მათთვის მიუღებელია. პეკინმა ადგილობრივ ხელისუფლებას მხარდაჭერა გამოუცხადა და საპროტესტო გამოსვლებს „უკანონო“ უწოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები