აშშ-მა ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების 45-დღიანი გახანგრძლივების შესახებ გამოაცხადა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება ისრაელსა და ლიბანს შორის ვაშინგტონში მოლაპარაკებების მესამე რაუნდის დასრულების შემდეგ გავრცელდა.
ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება 16 აპრილიდან მოქმედებს, თუმცა აშშ-მა იერუსალიმს ნება დართო, საფრთხედ მიჩნეული „ჰეზბოლას“ აქტივისტების წინააღმდეგ ბრძოლა განაგრძოს. შესაბამისად, თავდასხმები ყოველდღიურად გრძელდებოდა, მათ შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდის გამართვის დროსაც.