მერცის თქმით, ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ მუშაობა გაუჭირდა
გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა ესპანურ გაზეთ ABC-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ მას მუშაობა უჭირს.
პოლიტიკოსს ჰკითხეს, რთული იყო თუ არა კანცლერის თანამდებობა ტრამპის ეპოქაში.
„შეიძლება ასეც ითქვას“, – უპასუხა მერცმა.
გარდა ამისა, კანცლერმა აღნიშნა, რომ ის უპირატესობას ანიჭებს თეთრი სახლის ხელმძღვანელთან საჯარო დებატებში არ ჩართვას, რადგან მათ, ვინც ამის გაკეთება სცადა, „ცუდად დაასრულეს“. მერცის თქმით, ის თანამოსაუბრეებს ეგუება.